05/11/2019 05/11/2019 გეი წყვილის სიყვარულზეა ლაპარაკი და ვხედავთ, რომ ეს არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „საპატრიარქო არავის არ შეუერთდება“, თუმცა ამ ფილმის პროპაგანდა მიუღებელია. „არაფერს ახალს არ ვიტყვით, თუ ვახსენებთ იმას, რომ ეკლესია მუდამ წინააღმდეგია რაიმე...
05 Νοεμβρίου, 2019 - 16:30

ანდრია ჯაღმაიძე – ფილმში გეი წყვილის სიყვარულზეა ლაპარაკი და ეს სრულად ეწინააღმდეგება, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს

Διαδώστε:
ანდრია ჯაღმაიძე – ფილმში გეი წყვილის სიყვარულზეა ლაპარაკი და ეს სრულად ეწინააღმდეგება, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს

გეი წყვილის სიყვარულზეა ლაპარაკი და ვხედავთ, რომ ეს არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „საპატრიარქო არავის არ შეუერთდება“, თუმცა ამ ფილმის პროპაგანდა მიუღებელია.

„არაფერს ახალს არ ვიტყვით, თუ ვახსენებთ იმას, რომ ეკლესია მუდამ წინააღმდეგია რაიმე სახის გარყვნილების პროპაგანდისა. ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს ამ შემთხვევაშიც, რადგან ვიცით ამ ფილმის შინაარსი – გეი წყვილის სიყვარულზეა ლაპარაკი და ვხედავთ, რომ ეს არის სრულ წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც ამ საკითხზე საპატრიარქოს განცხადების გავრცელებას არ გამორიცხავს.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს.

ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.
1tv.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων