14/08/2019 14/08/2019 ა.წ. 8 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში ბ-ნი დავით ფაცაცია და მათი მეუღლეები მიიღო. ისინი დასალოცად ეწვივნენ მის უწმინდესობას და ამასთან გააცნეს თავის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და კონფლიქტის...
14 Αυγούστου, 2019 - 11:14

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

Διαδώστε:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

ა.წ. 8 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში ბ-ნი დავით ფაცაცია და მათი მეუღლეები მიიღო.

ისინი დასალოცად ეწვივნენ მის უწმინდესობას და ამასთან გააცნეს თავის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა.

 

/ patriarchate.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων