29/06/2023 29/06/2023 24 ივნისს ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ბუდაპეშტის წმიდა სამების სამრევლოსთან არსებული ბავშვთა მართლმადიდებლური ბანაკი მოინახულა. მეუფეს შეეგებნენ სამრევლოს წინამძღვარი მღვდელი დიმიტრი კორნილოვი და ბანაკის ხელმძღვანელი ეკატერინე ვარადი, – იტყობინება ეპარქიის ვებგვერდი. პირველად ამ საზაფხულო ბანაკის ცამეტწლიანი არსებობის განმავლობაში აღსაზრდელთათვის აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიას უძღვებოდა უნგრეთის ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავარი, – ნათქვამია მიტროპოლიტ ილარიონის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში....
29 Ιουνίου, 2023 - 14:09

ბუდაპეშტის წმიდა სამების სამრევლოს საბავშვო ბანაკში საეპისკოპოსო ლიტურგია აღევლინა

Διαδώστε:
ბუდაპეშტის წმიდა სამების სამრევლოს საბავშვო ბანაკში საეპისკოპოსო ლიტურგია აღევლინა

24 ივნისს ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ბუდაპეშტის წმიდა სამების სამრევლოსთან არსებული ბავშვთა მართლმადიდებლური ბანაკი მოინახულა. მეუფეს შეეგებნენ სამრევლოს წინამძღვარი მღვდელი დიმიტრი კორნილოვი და ბანაკის ხელმძღვანელი ეკატერინე ვარადი, – იტყობინება ეპარქიის ვებგვერდი.

პირველად ამ საზაფხულო ბანაკის ცამეტწლიანი არსებობის განმავლობაში აღსაზრდელთათვის აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიას უძღვებოდა უნგრეთის ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავარი, – ნათქვამია მიტროპოლიტ ილარიონის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. წირვა ჩატარდა ღია ცის ქვეშ – ტერასაზე.

მიტროპოლიტ ილარიონს თანამსახურებოდნენ წმიდა სამების მღვდელი დიმიტრი კორნილოვი და დიაკონი ვიაჩესლავ ლი. ასევე, პირველად ბანაკის ტერიტორიაზე საღვთო ლიტურგიაზე იგალობა სამღვდელთმთავრო გუნდმა გეორგი სურკოვის ხელმძღვანელობით.

ბავშვთა და მოზარდთა მიმართ თავის სამღვდელთმთავრო სიტყვაში მიტროპოლიტმა ილარიონმა განმარტა იმ დღის წირვაზე წაკითხული სახარების შინაარსი.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საეკლესიო ბანაკის რამდენიმე ბავშვს მღვდელთმთავარი პირადად გაესაუბრა.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων