22/10/2025 22/10/2025 2025 წლის 22 ოქტომბერს, ბულგარეთის პარლამენტმა სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საგანი “რელიგია – მართლმადიდებლობა” საშუალო განათლების საფეხურზე სავალდებულო ხდება. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა თქმით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება აღადგენს ქრისტიანული განათლების ტრადიციას, რომელიც ათეისტური რეჟიმის პირობებში შეწყვეტილი იყო. “მივესალმებით ხმის მიცემის დროს დეპუტატთა მხრიდან გამოვლენილ სიბრძნესა და პასუხისმგებლობას, რომელიც საშუალებას...
22 Οκτωβρίου, 2025 - 18:15

ბულგარეთის განათლების სისტემაში საგანი ‘მართლმადიდებლობა’ სავალდებულო გახდა

Διαδώστε:
ბულგარეთის განათლების სისტემაში საგანი ‘მართლმადიდებლობა’ სავალდებულო გახდა

2025 წლის 22 ოქტომბერს, ბულგარეთის პარლამენტმა სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საგანი “რელიგია – მართლმადიდებლობა” საშუალო განათლების საფეხურზე სავალდებულო ხდება.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა თქმით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება აღადგენს ქრისტიანული განათლების ტრადიციას, რომელიც ათეისტური რეჟიმის პირობებში შეწყვეტილი იყო.

“მივესალმებით ხმის მიცემის დროს დეპუტატთა მხრიდან გამოვლენილ სიბრძნესა და პასუხისმგებლობას, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვებს, ახალგაზრდებს შეეხონ წმინდა მართლმადიდებლობის საგანძურს და შეიცნონ რწმენის ჭეშმარიტება”, – ვკითხულობთ ბულგარეთის საპატრიარქოს განცხადებაში.

ბულგარეთის ეკლესიაში იმედოვნებენ, რომ სასწავლო პროცესში საგნის დანერგვა წარმატებით განხორციელდება და საზოგადოებისთვის დადებით სულიერ ნაყოფს გამოიღებს.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων