27/01/2025 27/01/2025 ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია მწუხარებით იუწყება, რომ უფლისა მიმართ მიიცვალა ტირანის, დირაქისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი. უნეტარესი ანასტასი დღეს, 2025 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა ათენში, ევანგელიზმოს საავადმყოფოში, საბერძნეთის დროით 8:30-ზე, 95 წლის ასაკში. განსვენებული მთავარეპისკოპოსი ანასტასი იყო ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ამაღორძინებელი და განმაახლებელი. ათეისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ მან ნანგრევებიდან აღადგინა ალბანეთის ეკლესია და ააღორძინა...
27 Ιανουαρίου, 2025 - 18:15

გარდაიცვალა ტირანის, დირაქისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი

Διαδώστε:
გარდაიცვალა ტირანის, დირაქისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია მწუხარებით იუწყება, რომ უფლისა მიმართ მიიცვალა ტირანის, დირაქისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი.

უნეტარესი ანასტასი დღეს, 2025 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა ათენში, ევანგელიზმოს საავადმყოფოში, საბერძნეთის დროით 8:30-ზე, 95 წლის ასაკში.

განსვენებული მთავარეპისკოპოსი ანასტასი იყო ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ამაღორძინებელი და განმაახლებელი. ათეისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ მან ნანგრევებიდან აღადგინა ალბანეთის ეკლესია და ააღორძინა საეკლესიო ცხოვრება, ააშენა ასეულობით ტაძარი, დააარსა საგანმანათლებლო და საქველმოქმედო დაწესებულებები, თავისი ოცდაცამეტწლიანი დაუღალავი მსახურების განმავლობაში აკურთხა მრავალი სასულიერო პირი.

უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მთავარეპისკოპოს ანასტასის სულს და საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων