26/03/2025 26/03/2025 1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, საპატარიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. მრევლთან ერთად მსახურებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე,...
26 Μαρτίου, 2025 - 16:35

გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

Διαδώστε:
გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, საპატარიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.

მრევლთან ერთად მსახურებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი როინ მეტრეველი, ხელისუფლების სხვა წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები.

სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის დამაშვრალთა სულთათვის პანაშვიდი გადაიხადა, შეკრებილთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა და ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων