დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული, დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში წაიკითხავენ
“გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, სინოდის განჩინება დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
“გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული და ორი საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგანაც საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ვიდრე 1-2 საკითხი მოითხოვდა. ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა და დაზუსტდება ტექსტი, დღის მეორე ნახევარში აუცილებლად წაიკითხავენ,”- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
— ipn.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










