03/04/2026 03/04/2026 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი ჟურნალისტებთან დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცედურული საკითხების მოწესრიგებას, რომლებიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და წინმსწრები იქნება ეს შემდგომი სინოდი გაფართოებული კრებისა. გაფართოებული კრება, მოგეხსენებათ, 40 დღიდან ორი...
03 Απριλίου, 2026 - 17:54

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი ჟურნალისტებთან

Διαδώστε:
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი ჟურნალისტებთან

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი ჟურნალისტებთან

დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცედურული საკითხების მოწესრიგებას, რომლებიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება.

სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და წინმსწრები იქნება ეს შემდგომი სინოდი გაფართოებული კრებისა.

გაფართოებული კრება, მოგეხსენებათ, 40 დღიდან ორი თვის შუალედში უნდა ჩატარდეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა. ასეა დებულებაში.

დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა. ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც აქვს საქართველოს ეკლესიას.

სავარაუდოდ, დღეს იქნება მსჯელობა ზოგადად იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი. ამიტომ მათ შორის შესაძლოა, ამაზეც იყოს მსჯელობა, თუ დაისვა ეს საკითხი, რა თქმა უნდა.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων