12/08/2019 12/08/2019 კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების გამოსასწორებლად ახალი პროექტის შემუშავებას იწყებს. ეკლესიის იატაკს, რომელზეც ადგილობრივი სასულიერო პირების გადაწყვეტილებით მწვანე ფილები დააგეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელახლა უნდა ჩაუტარდეს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ეკლესიის წინამძღვარი აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რადგან მისი განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იატაკის შეცვლით კულტურული მემკვიდრეობა არ დაზიანებულა. ეკლესიის წინამძღვარმა იღუმენმა ეფრემმა...
12 Αυγούστου, 2019 - 12:34
Τελευταία ενημέρωση: 12/08/2019 - 12:42

ვითარება ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში

Διαδώστε:
ვითარება ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების გამოსასწორებლად ახალი პროექტის შემუშავებას იწყებს. ეკლესიის იატაკს, რომელზეც ადგილობრივი სასულიერო პირების გადაწყვეტილებით მწვანე ფილები დააგეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელახლა უნდა ჩაუტარდეს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ეკლესიის წინამძღვარი აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რადგან მისი განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იატაკის შეცვლით კულტურული მემკვიდრეობა არ დაზიანებულა.

ეკლესიის წინამძღვარმა იღუმენმა ეფრემმა დღეს პირველი განმარტება გააკეთა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუთანხმებლად განხორციელების ერთ-ერთ მიზეზად სააგენტოსთან კომუნიკაციის პრობლემა დაასახელა.

რას გეგმავს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო და რა პოზიციას დაიკავებს საპატრიარქო, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმირებული არ იყო, – „მოამბის“ რეპორტაჟი ყინწვისიდან.

 

/ 1tv.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων