21/02/2020 21/02/2020 ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური და სხვანი. სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი...
21 Φεβρουαρίου, 2020 - 18:00
Τελευταία ενημέρωση: 21/02/2020 - 18:02

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

Διαδώστε:
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბ-ნი თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური და სხვანი.

სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში.

ითქვა თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სიახლეებზეც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.

მან დალოცა სტუმრები და იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად გაძლიერდება მთა და ჩვენი ქვეყანა.

 

patriarchate.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων