24/01/2023 24/01/2023 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის და მასთან ერთად, ქართველთა გულმოდგინებით, შეიქმნა და იერუსალიმში ჩამობრძანდა ჯვარის მონასტრისთვის განკუთვნილი ტრაპეზის სახარება. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, ეს უნიკალური ქმნილება განსაკუთრებულია განთავსებული ხატებით – ტიხრული მინანქრით, გადმოცემულია ჯვრის მონასტრის ისტორია და პირველად, ერთად, განთავსებულია მონასტრის აღმშენებლები –...
24 Ιανουαρίου, 2023 - 16:33

იერუსალიმის პატრიარქისგან ნებართვა მივიღეთ – რას წერს ისრაელში საქართველოს ელჩი?

Διαδώστε:
იერუსალიმის პატრიარქისგან ნებართვა მივიღეთ – რას წერს ისრაელში საქართველოს ელჩი?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის და მასთან ერთად, ქართველთა გულმოდგინებით, შეიქმნა და იერუსალიმში ჩამობრძანდა ჯვარის მონასტრისთვის განკუთვნილი ტრაპეზის სახარება. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, ეს უნიკალური ქმნილება განსაკუთრებულია განთავსებული ხატებით – ტიხრული მინანქრით, გადმოცემულია ჯვრის მონასტრის ისტორია და პირველად, ერთად, განთავსებულია მონასტრის აღმშენებლები – წმ. მეფენი მირიანი და ვახტანგ გორგასალი; მონასტერში მოღვაწე ქართველი წმინდანები – წმ. გიორგი-#პროხორექართველი (შავშელი); #ლუკაიერუსალიმელი (აბაშიძე); #სალომექართველი და #ნიკოლოზდვალი.

„იერუსალიმის პატრიარქისგან, მისი უნეტარესობა თეოფილე მესამესგან, ნებართვა მივიღეთ – გავაგრძელოთ ჩვენი ჩანაფიქრი და გამშვენებული ქართული სახარებები დამზადდეს მაცხოვრის საფლავისთვის და ბეთლემის შობის ტაძრისთვის, ხოლო მათი დასრულების შემდეგ – წმინდა მიწის სხვა ტაძრებისთვის.

დღეს, “ჟამია შეკერვისა”! ისრაელში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღეთ ორი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ საქმეში.

დამატებითი ინფორმაცია განთავსდება კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი – Foundation of Patriarch of All Georgia-ის გვერდზე.

მადლობა არქიმანდრიტ ილია ნასაიძეს, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, დეკანოზ აბრაამ სოლომნიშვილს სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის! სახელმწიფოს და ეკლესიის ერთად მუშაკობამ შეგვაძლებინა ამ მისიის შესრულება და მომავალშიც მეტი გაკეთდება ერთობით“ – წერს ლაშა ჟვანია.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων