13/03/2025 13/03/2025 უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ. ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე,...
13 Μαρτίου, 2025 - 16:00
Τελευταία ενημέρωση: 13/03/2025 - 16:01

კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

Διαδώστε:
კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ.

ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი.

ყოვლადწმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ, მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა.

გამოსვენება შედგება სამების საკათედრო ტაძრიდან ა.წ. 13 მარტს 14:00 საათზე.

პატივისცემით,

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων