კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ალი-ისაევ-ავარსკის გარდაცვალების გამო
ვწუხვართ, რომ გარდაიცვალა ალი-ისაევ-ავარსკი, დაღესტნელთა (ავარიელთა) შესანიშნავი წარმომადგენელი, საქართველოს დიდი მეგობარი, რეჟისორი, მსახიობი, პოეტი.
მან უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს რეჟისორებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ქართველების სიძეც გახდა და ხშირად საპატრიარქოშიც მოდიოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და უსიამოვნებისა, მისი დამსახურებით მოხდა, რომ ჩრდილო კავკასიიდან ერთადერთმა დაღესტნელებმა აფხაზეთის ომში ჩვენს წინააღმდეგ ჯარი არ გამოგზავნეს, რაც გმირობის ტოლფასი საქმე იყო.
ვუსამძიმრებთ ალი ავარსკის (ასე უწოდებდა თავის თავს) ოჯახის წევრებს, ახლობლებს როგორც საქართველოში, ისე დაღესტანში და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ კეთილშობილი, უანგარო, ნიჭიერი პიროვნების ხსოვნა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
29.09.2025

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










