07/11/2022 07/11/2022 კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ორშაბათს დილით 81 წლის ასაკში მკვდრეთით აღდგომის იმედით მიიძინა, მისი გარდაცვალების ამბავმა კი მთელ კვიპროსში მწუხარება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა, პრობლემების მიუხედავად, მისმა უნეტარესობამ ბოლომდე შეინარჩუნა მკაფიო სულისკვეთება და თავისი მოვალეობების შესრულებას აგრძელებდა. მისი უნეტარესობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიმსივნის უკიდურეს ფორმასთან გამკლავებას ცდილობდა. მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის...
07 Νοεμβρίου, 2022 - 19:15

კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი გარდაიცვალა

Διαδώστε:
კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი გარდაიცვალა

კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ორშაბათს დილით 81 წლის ასაკში მკვდრეთით აღდგომის იმედით მიიძინა, მისი გარდაცვალების ამბავმა კი მთელ კვიპროსში მწუხარება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა, პრობლემების მიუხედავად, მისმა უნეტარესობამ ბოლომდე შეინარჩუნა მკაფიო სულისკვეთება და თავისი მოვალეობების შესრულებას აგრძელებდა.

მისი უნეტარესობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიმსივნის უკიდურეს ფორმასთან გამკლავებას ცდილობდა.

მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის გარდაცვალების შემდეგ ტახტის მოსაყდრედ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი პაფოს მიტროპოლიტი გიორგი ახალი მთავარეპისკოპოსის არჩევასა და აღსაყდრებამდე დაიკავებს.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων