14/08/2019 14/08/2019   მარიამობის მარხვა წინ უსწრებს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 28 აგვისტოს აღნიშნავს. მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 27 აგვისტოს მთავრდება. ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად...
14 Αυγούστου, 2019 - 11:51

მარიამობის მარხვა – რა შეგვიძლია მივირთვათ

Διαδώστε:
მარიამობის მარხვა – რა შეგვიძლია მივირთვათ

 

მარიამობის მარხვა წინ უსწრებს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 28 აგვისტოს აღნიშნავს. მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 27 აგვისტოს მთავრდება.

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი და ამ დღეებს მართლმადიდებელი ეკლესია მარხვით ხვდება.

აღნიშნული მარხვა მძიმეა მორწმუნეებისთვის. თევზით ხსნილი მხოლოდ ფერიცვალებას, 19 აგვისტოსაა. თავისი მნიშვნელობით იგი საშობაო და პეტრეპავლობის მარხვაზე აღმატებულია.

დღესვე ტარდება წყალკურთხევის (მცირე აიაზმა) ცერემონიალიც.

 

sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων