მარტყოფის მონასტერში რვა სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება
![მარტყოფის მონასტერში რვა სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2020/04/1587385867-dji-0375-10.jpg)
მარტყოფის ღვთაების მონასტერში რვა სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია ქვემო ქართლის გუბერნიაში დაუდასტურეს.
სასულიერო პირების თვითიზოლაციაში გადასვლა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 11 აპრილს ერთ-ერთ მოძღვართან აღსარებაზე მისულ ქალს ორი დღის შემდეგ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
„ისინი პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სიმპტომი არ დასტურდება. თუკი რაიმე იქნება საჭიროება, ბუნებრივია, იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
— 1tv.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.