19/02/2020 19/02/2020 იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტესთან შესახვედრად,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მართლმადიდებლებს მირქმის დღესასწაული მიულოცა. ამასთან, მან რამდენიმე კვირის წინ პატრიარქის მიერ ქადაგებისას ნათქვამი მეორედ მოსვლის შესახებ ისაუბრა და...
19 Φεβρουαρίου, 2020 - 13:55
Τελευταία ενημέρωση: 19/02/2020 - 13:56

მეუფე ნიკოლოზი – იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტესთან შესახვედრად

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი – იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტესთან შესახვედრად

იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტესთან შესახვედრად,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მართლმადიდებლებს მირქმის დღესასწაული მიულოცა. ამასთან, მან რამდენიმე კვირის წინ პატრიარქის მიერ ქადაგებისას ნათქვამი მეორედ მოსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სიტყვებმა ზოგიერთ ადამიანში გაუგებრობა გამოიწვია.

„ცოტა ხნის წინ, პატრიარქმა ბრძანა, რომ მეორედ მოსვლამდე შეიძლება საათები არის დარჩენილი და ამან გამოიწვია შეძრწუნება საზოგადოებაში. სახარებაში არის ასეთი ადგილი, როდესაც მოგვები მოვიდნენ იერუსალიმში და როდესაც მეფე იროდის უთხრეს, რომ იშვა ძე ღვთისა ქრისტე, სახარებაში ასე წერია – შეძრწუნდა მეფე იროდი და მთელი იერუსალიმი შეძრწუნდა მასთან ერთად. რამ შეაძრწუნა იერუსალიმი, რატომ შეშინდა იერუსალიმი?! ქრისტე მოვიდა მხსნელი სოფლისა. აი, სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა ჩვენ გვითხრა შეფარული სახით და ეს სწორედ ეხება დღევანდელ დღეს.

იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად.

მე არ ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მზად, მე საკუთარ თავზეც ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ. უნდა მოვაგროვოთ ეს კეთილი საქმეები. მოწყალების, სარწმუნოების საქმე, რომ ჩვენ მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქი ემზადება ქრისტესთან შესახვედრად და ჩვენც გვამზადებს მასთან შესახვედრად“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

ipn.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων