09/02/2020 09/02/2020 პატრიარქს უნდა ვთხოვოთ შენდობა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ დღეს ისევე აქვს ადგილი ცილისწამებას, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქის, წმინდა მამა იოანე ოქროპირის მიმართ ხდებოდა მისი მოღვაწეობის ჟამს. „დღეს ჩვენ ბევრი რამის გამო უნდა ვითხოვოთ შენდობა, ყველამ, ეს არის...
09 Φεβρουαρίου, 2020 - 17:22

მეუფე ნიკოლოზი – უნდა გამოვხატოთ სინანული პატრიარქისადმი, დღეს ისევეა ცილისწამება მის მიმართ, როგორც თავის დროზე იყო იოანე ოქროპირის მიმართ

Διαδώστε:
მეუფე ნიკოლოზი – უნდა გამოვხატოთ სინანული პატრიარქისადმი, დღეს ისევეა ცილისწამება მის მიმართ, როგორც თავის დროზე იყო იოანე ოქროპირის მიმართ

პატრიარქს უნდა ვთხოვოთ შენდობა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ დღეს ისევე აქვს ადგილი ცილისწამებას, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქის, წმინდა მამა იოანე ოქროპირის მიმართ ხდებოდა მისი მოღვაწეობის ჟამს.

„დღეს ჩვენ ბევრი რამის გამო უნდა ვითხოვოთ შენდობა, ყველამ, ეს არის აფხაზეთი, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო დღეს აღარ არის საქართველოსი, დროებით რა თქმა უნდა, არ არის საქართველოს ტერიტორია, ოკუპირებულია. კიდევ ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სინანული ჩვენი პატრიარქის მიმართ. დღეს ისევე არის ცილისწამება მის მიმართ როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო თავის დროზე, უნდა ვთხოვოთ ჩვენ შენდობა პატრიარქს. უნდა ვთხოვოთ შენდობა ღმერთს და მაშინ ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს. ასეთი განწყობით ჩვენ უნდა მოვემზადოთ დიდი წმინდა მარხვის დასაწყებად“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

1tv.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων