10/05/2021 10/05/2021 ,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავებთა შინა ცხოვრების მიმნიჭებელი” აღდგომის ღამეს ეს სააღდგომო გალობა იგალობება კვლავ და კვლავ, მეორდება დაახლოებით სამოცჯერ, როგორც არც ერთი სხვა გალობა ჩვენი ეკლესიისა. ამით, ჩვენ, მორწმუნეები, ვაცხადებთ, რომ უდიდესი მტერი კაცობრიობისა-სიკვდილი-დამარცხებულია ღმერთკაცით, უფალი იესო ქრისტეს მიერ მისი დიდებით აღდგომით. შთამბეჭდავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზე ჩვენი ეკლესიისა, ენითგამოუთქმელი სიხარულის...
10 Μαΐου, 2021 - 2:14

მისი მაღალუწმინდესობის პისიდიის მიტროპოლიტ სატირიუსის მიმართვა პასკა 2021

Διαδώστε:
მისი მაღალუწმინდესობის პისიდიის მიტროპოლიტ სატირიუსის მიმართვა                     პასკა 2021

,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავებთა შინა ცხოვრების მიმნიჭებელი”

აღდგომის ღამეს ეს სააღდგომო გალობა იგალობება კვლავ და კვლავ, მეორდება დაახლოებით სამოცჯერ, როგორც არც ერთი სხვა გალობა ჩვენი ეკლესიისა. ამით, ჩვენ, მორწმუნეები, ვაცხადებთ, რომ უდიდესი მტერი კაცობრიობისა-სიკვდილი-დამარცხებულია ღმერთკაცით, უფალი იესო ქრისტეს მიერ მისი დიდებით აღდგომით.

შთამბეჭდავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზე ჩვენი ეკლესიისა, ენითგამოუთქმელი სიხარულის დროს, ისმის სიტყვები, რომლებიც როგორც წესი იწვევს ადამიანებში მელანქოლიურ გრძნობებს: გარდაცვლილები, სიკვდილი, საცხედრვები და უფლის აღდგომამდე ისინი ნამდვილად საშინელებები იყვნენ, შიშს ნერგავდნენ, მწუხარებასა, და სასოწარკვეთილებას. მაგრამ ქრისტემ თავისი აღდგომით მთლიანად შეცვალა მათი შინაარსი.

თავისი სიკვდილით უფალმა ,,დათრგუნა” სიკვდილი. ეს ნათლადაა გამოსახული ,,ჯოჯოხეთის ჩასვლის” ხატზე, ქრისტეს მიერ დანგრეული ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ბნელ უფსკრულში ჩვენ ვხედავთ ჩამოძონძილ, შიშველ მოხუცს, რომელიც  სიკვდილს განასახიერებს. მისი ხელები დაბორკილია, ხოლო თვალები სავსე აქვს შიშით. აი რად გადააქცია სიკვდილი ქრისტემ. ცენტრალურ ნაწილად პასკისა-უფლის აღდგომა-ითვლება გამარჯვება და სიკვდილის დათრგუნვა. ეს აიძულებს წმინდა იოანე ოქროპირს სიხარულით თქვას: სიკვდილო, სად არის შენი ადგილი? ქრისტე აღდგა,-და შენ ჩამოინგერი. ქრისტე აღდგა,-და არც ერთი მიცვალებული არ არის….. სამარხში. რადგან ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი,-,,პირველია რომელიც არ არის მკუდარი” (აღდგომაზე წასაკითხი მიმართვა).

სიკვდილი აღარ არის. იგი დამარცხებული და დაბნეულია. მძიმე საფლავის ქვები, რომლებიც მკვდრებს ფარავდნენ, დანგრეულია ქრისტეს მიერ. და როგორც თავად ქრისტე ცოცხალი გამოვიდა სამარხიდან, ასევე ადამიანები, მასთან რწმენით შეერთებული, აღდგებიან. ამ მოლოდინის წინაპერიოდის მოვლენა აღწერა მათე მოციქულმა: ,,და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმინდათანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისას მისისა, შევიდეს წმინდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა (მათე 27, 52-53).

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ქრისტეს აღდგომის დღეს, რომ გაგვეგო ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ მილიონობით ადამიანი, რომლებიც covid-19 დაიღუპნენ, აღდგნენ. რა სიხარულს მოუტანდა ეს ამბავი მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით მათ დამწუხრებულ ოჯახებს.

თუმცა-ღა ძმებო და დებო, ქრისტეს აღდგომას მოაქვს უფრო მეტი სიხარული: არა მარტო მილიონობით ადამიანი, არამედ ყველა ადამიანი, ვინც როდესმე ცხოვრობდა, და ისინიც, ვინც იცხოვრებს ამ დედამიწაზე და ირწმუნებს ჭეშმარიტ ღმერთს, აღდგებიან.

ქრისტეს აღდგომით სასაფლაოები გადაიქცნენ საძინებლად და მოვა დღე, როდესაც გვამები გაიღვიძებენ, დატოვებენ საფლავებს და კვლავ შეუერთდებიან თავიანთი უკვდავი სულებით სამუდამო დიდებაში. როგორცაა ნათქვამი სულთმოფენობის ლოცვაში: ,,არა სიკვდილი მონათათვის შენთა, უფალო, როდესაც ვტოვებთ ჩვენ სხეულებს და შენთან, ღმერთთან, ვბრუნდებით, მაგრამ ეს მხოლოდ გადასვლაა უფრო მძიმე მდგომარეობიდან უკეთესისა და სასიამოვნოსკენ, განსხვავებისა და სიხარულისკენ” (მესამე ლოცვა მუხლმოდრეკისა). სწორედ ამ სიხარულს განვიცდით მომავალში ქრისტეს აღდგომით: ,,სიკვდილს ვზეიმობთ დათრგუნულს.” და საზეიმოთ ვგალობთ: ,,აღდგომა, ქრისტეს აღდგომა. სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ და დედამიწიდან ქრისტეს სასუფევლამდე ღმერთი მიგვიყვანს ჩვენ” (აღდგომის კანონი).

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო როგორც ჩანს სააღდგომი გალობიდან, ქრისტეს აღდგომა-ეს არა მხოლოდ სასიხარულო ამბავია, რომელსაც ჩვენ შორიდან ვაკვირდებით. ,,დაყრდნობილები” ქრისტეზე წმინდა ნათლობით, როგორც წერს პავლე მოციქული და ქრისტესთან ერთობით წმინდა ზიარებით, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ქრისტეს აღდგომა ჩვენს პირად აღდგომადაც, რადგან ჩვენ თანამონაწილეები ვართ მასთან. ამიტომ ეკლესია მოგვიწოდებს ჩვენ: ,,მოდით ახალი სასმისი შევსვათ” (სააღდგომო კანონი ხმა 3) მოდით შევსვათ ახალი სასმელი, გამომდინარე წმინდა სამარხიდან რომელიც მომნიჭებელია უკვდავებისა და უსაფრთხოებისა გაცოცხლებული წყალი, რომლის შესახებაც ჩვენ ზღაპრებში ვკითხულობთ ჩვენთვის-რეალურია. ჩვენ ვსვამთ იმ მაცოცხლებელ წყალს, რომლის შესახებაც უფალი საუბრობს სამარიტელ დედაკაცთან, (იოანე 4,14) და ვეძებთ უკვდავებას, უხრწნელობას და სამუდამო ცხოვრებას.

გვიხაროდეს ყველაფრის გამო, რაც უფალმა გვიბოძა ჩვენ თავისი აღდგომით.  დაე, ეს იყოს ნამდვილი სულიერი სიხარული, შემაღწეველი ჩვენი გულების სიღრმეში. სიხარული, რომელსაც არაფერი არ შეცვლის: არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა, არც ხიფათი, არც ცხოვრების სიძნელეები. როგორც გვასწავლიდა თავად უფალი: ,,სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან” (იოვ 16,22).

ამიტომ მე გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, რომ ჩვენი აღმდგარი უფლის სიხარული გამეფებულიყოს თქვენს გულებში არა მარტო აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, არამედ მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე

 

ქრისტე აღდგა!

 

მამობრივი თბილი სიყვარულით, პისიდიის მიტროპოლიტი სატირიუსი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων