04/11/2025 04/11/2025 ამა წლის 4 ნოემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქოში ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ელიას (ვალგრენი) უმასპინძლა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები. გაცნობითი ხასიათის შეხვედრამ გულთბილ...
04 Νοεμβρίου, 2025 - 18:11

ᲛᲘᲢᲠᲝᲞᲝᲚᲘᲢᲛᲐ ᲨᲘᲝᲛ ᲤᲘᲜᲔᲗᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲜᲝᲛᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲘᲡ ᲛᲔᲗᲐᲣᲠᲡ ᲣᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲐ

Διαδώστε:
ᲛᲘᲢᲠᲝᲞᲝᲚᲘᲢᲛᲐ ᲨᲘᲝᲛ ᲤᲘᲜᲔᲗᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲜᲝᲛᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲘᲡ ᲛᲔᲗᲐᲣᲠᲡ ᲣᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲐ

ამა წლის 4 ნოემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქოში ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ელიას (ვალგრენი) უმასპინძლა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. საუბარი შეეხო მართლმადიდებლობის როლს საქართველოსა და ფინეთში და გამოწვევებს თანამედროვე ეპოქაში.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων