14/03/2021 14/03/2021 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს ურჩევს: იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეაჩერა, მრევლმა ორი კვირა მოიცადოს და დაელოდოს ამ ქვეყნების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. “სინოდის გადაწყვეტილება ვაქცინასთან დაკავშირებით განჩინებაშიც ჩაიწერა. მთავარი საკითხი, რაზეც სინოდმა გაამახვილა ყურადღება, იყო, რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ვაქცინაცია....
14 Μαρτίου, 2021 - 19:18
Τελευταία ενημέρωση: 14/03/2021 - 19:19

“მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა”

Διαδώστε:
“მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა”

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს ურჩევს: იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეაჩერა, მრევლმა ორი კვირა მოიცადოს და დაელოდოს ამ ქვეყნების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

“სინოდის გადაწყვეტილება ვაქცინასთან დაკავშირებით განჩინებაშიც ჩაიწერა. მთავარი საკითხი, რაზეც სინოდმა გაამახვილა ყურადღება, იყო, რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ვაქცინაცია. ყველას თავისი აზრი აქვს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს ყველა სასულიერო პირის მოწოდება თუ ქადაგებაა. სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის ყველა სასულიერო პირის ვალდებულება.

მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი, არჩევანი არის თავისუფალი. დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ: ავსტრიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა და სხვამ შეაჩერეს ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა, რომ დაადგინონ, რამ გამოიწვია ლეტალური შემთხვევები, არის თუ არა კავშირში ვაქცინაციასთან, რადგანაც დამთხვევაიყო. მეც ჩემს მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, რომ ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა, რასაც ეს ქვეყნები აწარმოებენ“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων