03/10/2025 03/10/2025 ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის გარდაცვალების გამო დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს; 30 სექტემბერს ჭუბერის გზაზე მომხდარმა ავარიამ ამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა; ობლად დარჩა ოთხი პატარა: ილია, ოთარი (ოთო), მათე და მოსე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა უკვდავი სულნი და წიაღსა შინა აბრაამისასა...
03 Οκτωβρίου, 2025 - 18:43

პატრიარქის სამძიმარი ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის გარდაცვალების გამო

Διαδώστε:
პატრიარქის სამძიმარი ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის გარდაცვალების გამო

ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის გარდაცვალების გამო

დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს;

30 სექტემბერს ჭუბერის გზაზე მომხდარმა ავარიამ ამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა; ობლად დარჩა ოთხი პატარა: ილია, ოთარი (ოთო), მათე და მოსე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა უკვდავი სულნი და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს ურყევი რწმენა იმისა, რომ სულისა და სხეულის გაყრა არ ნიშნავს სიკვდილსა და გაქრობას, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ლევანი და ქეთევანი (მზეო) ახლა ხდებიან.

შეგახსენებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და მათ სახელზე აღსრულებულ ნებისმიერ სხვა კეთილ საქმეს.

ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ;

ღმერთმა დალოცოს და თვისი წყალობა და ნუგეში მომადლოს ილიას, ოთარს, მათესა და მოსეს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

03.10.2025

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων