12/05/2026 12/05/2026 მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმინდესმა კირილემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს. „გულწრფელად ვულოცავ თქვენს უწმინდესობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას“, – აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის წერილში. მისი მტკიცებით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ისტორიის განმავლობაში და მტკიცედ...
12 Μαΐου, 2026 - 13:38

რუსეთის პატრიარქი კირილე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

Διαδώστε:
რუსეთის პატრიარქი კირილე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმინდესმა კირილემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

„გულწრფელად ვულოცავ თქვენს უწმინდესობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას“, – აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის წერილში.

მისი მტკიცებით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ისტორიის განმავლობაში და მტკიცედ იცავენ რწმენას.

„საქართველოში მრავალჯერ ვიზიტის და იბერიის მიწიდან ძვირფასი სტუმრების მიღების შემდეგ, ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი ერთმორწმუნე ხალხების ღრმა სულიერ სიახლოვეს“, – აღნიშნულია წერილში.

პატრიარქი კირილე იმედს გამოთქვამს, რომ შიო მესამე გააგრძელებს „ძმური ურთიერთობების“ ტრადიციას.

„ვლოცულობ, რათა ღვთის შეწევნით, თქვენს მსახურებაში ღირსეულად გაგრძელდეს ძმური ურთიერთობის ის ტრადიციები, რომლებიც ჩამოყალიბდა თქვენი ღირსეული წინამორბედების დროს, განსაკუთრებით – მთელ მართლმადიდებელ სამყაროში პატივცემული, მარადსახსენებელი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პატრიარქობის პერიოდში. მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობასა და ულევ შეწევნას მრავალ წელს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობისათვის“, – აღნიშნულია წერილში.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων