24/03/2020 24/03/2020 პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის ტექსტი ამბობს, რომ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იკრძალება თუ არა ეკლესიებში 10-ზე მეტი პირის ერთდროულად ყოფნა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ისე...
24 Μαρτίου, 2020 - 16:13

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში რწმენისა და რელიგიური თავისუფლება არ შეზღუდულა

Διαδώστε:
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში რწმენისა და რელიგიური თავისუფლება არ შეზღუდულა

პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის ტექსტი ამბობს, რომ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იკრძალება თუ არა ეკლესიებში 10-ზე მეტი პირის ერთდროულად ყოფნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ისე ყველა რელიგიური ორგანიზაცია დაეხმარება სახელმწიფოს ვირუსის გავრცელების შეკავებაში.

„რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ პერიოდში მსოფლიოში არის covid 19 – ის პანდემია და საქართველომ პირველ ეტაპზე, ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება. თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება. როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

 

dogma.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων