26/09/2022 26/09/2022 ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები: აღსაყდრებიდან – 45 და დაბადებიდან 90 წელი. ამ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო გეგმავს მისი უწმინდესობის ღვაწლთან და მისი ლოცვა-კურთხევით დაწყებულ საქმეებთან დაკავშირებულ მრავალ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელთა შესახებ ჩვენი სამსახურის გვერდის მეშვეობით მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას. გასულ კვირას სწორედ...
26 Σεπτεμβρίου, 2022 - 18:14

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ,,ამონაშვილის აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

Διαδώστε:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ,,ამონაშვილის აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები: აღსაყდრებიდან – 45 და დაბადებიდან 90 წელი.
ამ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო გეგმავს მისი უწმინდესობის ღვაწლთან და მისი ლოცვა-კურთხევით დაწყებულ საქმეებთან დაკავშირებულ მრავალ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელთა შესახებ ჩვენი სამსახურის გვერდის მეშვეობით მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას.
გასულ კვირას სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება შედგა – საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ,,ამონაშვილის აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.
სამსახურის თანამშრომლები ეწვივნენ ბუშეთში მდებარე მომავლის ქალაქ ,,მზიანეთს”, სადაც ჩატარდა ერთობლივი სემინარი აქტუალურ საგანმანათლებლო თემებთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით, ამ ეტაპისთვის უკვე 60-ამდე საკვირაო სკოლა განახლდა და გაიხსნა. გარდა ამისა, იგეგმება სკოლების მუშაობის მაქსიმალური გამართვა, როგორც საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა და ფინანსური დახმარება, ასევე პედაგოგთა გადამზადება და სასწავლო პროგრამების შემუშავება.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, შეხვედრაზე რამდენიმე მიმართულებით იმსჯელეს. მათ შორის:
მუდმივი თანამშრომლობა სამსახურსა და ,,ამონაშვილის აკადემიას” შორის. ეს გულისხმობს ერთობლივ პროექტებს, სასწავლო სემინარებისა და საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას;
სურვილის შემთხვევაში, აკადემიის წარმომადგენლები გადაამზადებენ საკვირაო სკოლების პედაგოგებს. სასიხარულოა, რომ მასპინძლებმა მზაობა გამოთქვეს ათეულობით პედაგოგის გადამზადებისა. აღნიშნული პროექტისთვის შეირჩევიან შესაბამისი კანდიდატები და ყველა საკვირაო სკოლას საშუალება ექნება, გადაამზადოს პედაგოგი. სწავლების დასრულების შემდეგ მათ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები;
ასევე იმსჯელეს და შეირჩა საგანგებო საგანი, რომელსაც ეწოდა ,,რწმენა, ოჯახი და ადამიანი”. საგულისხმოა, რომ წლის ბოლოს იგეგმება აღნიშნულ საგანთან დაკავშირებული სახელმძღვანელოს გამოცემა.
გარდა ამისა, მასპინძლებმა სამსახურის თანამშრომლებს გაუზიარეს მეტად საინტერესო პედაგოგიური გამოცდილება, მიდგომები და პრინციპები, გააცნეს აკადემიის ისტორია, საქმიანობა და მიმდინარე პროექტები. ნაყოფიერი სემინარი მეტად მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.
შეხვედრის დასასრულს სამსახურის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ,,ამონაშვილის აკადემიას” ასეთი გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისათვის და მომავალში კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა.

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων