21/07/2026 21/07/2026 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის სამდღიანი გადამზადების კურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მონაწილეები ეცნობიან ღირებულებითი განათლების მიზნებს, არაფორმალური სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპებსა და უსაფრთხო, თანამშრომლობითი გარემოს შექმნის გზებს. კურსი მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებსა და რეალური შემთხვევების განხილვას. გადამზადება სასულიერო პირებს დაეხმარება, სკოლებში ღირებულებითი...
21 Ιουλίου, 2026 - 17:05

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში სამდღიანი გადამზადების კურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

Διαδώστε:
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში სამდღიანი გადამზადების კურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის სამდღიანი გადამზადების კურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

მონაწილეები ეცნობიან ღირებულებითი განათლების მიზნებს, არაფორმალური სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპებსა და უსაფრთხო, თანამშრომლობითი გარემოს შექმნის გზებს. კურსი მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებსა და რეალური შემთხვევების განხილვას.

გადამზადება სასულიერო პირებს დაეხმარება, სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობა მოსწავლეთა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით წარმართონ და ხელი შეუწყონ თანაგრძნობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის განვითარებას.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων