07/11/2019 07/11/2019 მარტვილის ტერიტორიაზე საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. საპატრიარქოს მიერ შექმნილი ეპარქიის გადაბარების დროებითი კომისია დღეს წყლის ქარხანასა და სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო გიმნაზიაში იმყოფებოდა. როგორც სპეციალური კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მამა გიორგი ქვარცხავამა განაცხადა, კომისია ხვალიდან აბაშაში გააგრძელებს მუშაობას. „ვიმყოფებოდით წყლის ქარხანაში, ასევე მეუფე გრიგოლი ბრძანდებოდა სკოლა-გიმნაზიაში, სადაც ადგილობრივი პრორექტორი დანიშნა და თვითონ საფინანსო...
07 Νοεμβρίου, 2019 - 21:01

საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მარტვილის ტერიტორიაზე მუშაობა დაასრულა

Διαδώστε:
საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მარტვილის ტერიტორიაზე მუშაობა დაასრულა

მარტვილის ტერიტორიაზე საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.

საპატრიარქოს მიერ შექმნილი ეპარქიის გადაბარების დროებითი კომისია დღეს წყლის ქარხანასა და სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო გიმნაზიაში იმყოფებოდა. როგორც სპეციალური კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, მამა გიორგი ქვარცხავამა განაცხადა, კომისია ხვალიდან აბაშაში გააგრძელებს მუშაობას.

„ვიმყოფებოდით წყლის ქარხანაში, ასევე მეუფე გრიგოლი ბრძანდებოდა სკოლა-გიმნაზიაში, სადაც ადგილობრივი პრორექტორი დანიშნა და თვითონ საფინანსო მხარე გადმოიბარა. ამით ფაქტობრივად დასრულებულია მარტვილის მხარე და დილიდან უკვე გადავალთ აბაშაში, სადაც ჩვეულებრივ რიტმში შევუდგებით საქმიანობას. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ შევდივართ იმ ტაძრებსა და მონასტრებში, სადაც არიან წინამძღვრები, სადაც არიან მმართველები. ჩვენ მივდივართ მხოლოდ იქ, სადაც თავიანთი ნებით დატოვეს ეპარქია ან თანამდებობა. ჩვენ ძირითადად მეურნეობას მივხედავთ და ასევე იმ ტაძრებს მოვინახულებთ. წინასწარი ინფორმაციით, ჩვენ არ ვიცით ვინ წავიდა, აღვწერთ იმ ადგილებს, სადაც არ არიან წინამძღვრები“, – განაცხადა კომისიის წევრმა, მღვდელმა გიორგი ქვარცხავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან განაყენა. ეპარქიის დროებით მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

1tv.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων