საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
საქართველოში საფრანგეთის საელჩო შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს.
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში.
„საქართველოში საფრანგეთის საელჩო ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში“, – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მისალოც ტექსტში.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










