07/09/2019 07/09/2019 საეკლესიო კალენდარში ეს დღე ასევე არის მოციქული ტიტეს 70-თაგანისა, მღვდელმთავართა: ბარსისეს და ევლოგის, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელის, კარიელი ეპისკოპოსის, ასევე წმიდა მინას, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე.   აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი...
07 Σεπτεμβρίου, 2019 - 13:27

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 7 სექტემბერს მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება აღნიშნავს

Διαδώστε:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 7 სექტემბერს მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება აღნიშნავს

საეკლესიო კალენდარში ეს დღე ასევე არის მოციქული ტიტეს 70-თაგანისა, მღვდელმთავართა: ბარსისეს და ევლოგის, ედესელ ეპისკოპოსთა და პროტოგენი აღმსარებელის, კარიელი ეპისკოპოსის, ასევე წმიდა მინას, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღე.

 

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმრთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმპერატორ ანასტასის (491-518) დროს წმიდანის ნეშტი ქალაქ ანასტასიოპოლში გადაასვენეს. როცა ანასტასიოპოლი სპარსეთის მეფე ხოსრომ დაიპყრო, ქრისტიანებმა წმიდა ბართლომეს ნაწილები შავი ზღვის სანაპიროსკენ წაასვენეს, მაგრამ უღმრთოები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ტალღებისათვის მიეცათ (სხვა ცნობით, იგი თავად მოგვებმა ჩააგდეს წყალში). ბართლომეს ნეშტთან ერთად კიდევ ოთხი კიდობანი ჩაუშვეს ზღვაში – წმიდა მოწამეთა: პაპიანეს, ლუკიანეს, გრიგოლისა და აკაკის ნაწილებით. ღვთის ძალით ისინი არ ჩაიძირნენ, სასწაულებრივ გაცურდნენ და იტალიას მიაღწიეს. ლუსკუმა ბართლომეს უხრწნელი ნაწილებით კუნძულ ლაპარის ნაპირებს მიადგა, სხვა კიდობნებმა კი გზა განაგრძეს და იტალიის სხვადასხვა ადგილებში გაჩერდნენ. წმიდა მოციქულის ნეშტის მობრძანება სასწაულებრივი ჩვენებით გაუცხადდა ადგილობრივ ეპისკოპოს აღათონს, რომელიც ღვთისმსახურთა დასთან ერთად გავიდა ზღვის ნაპირზე, ლუსკუმა გამოასვენა წყლიდან და ზეიმით გადააბრძანა ტაძარში. მოციქულის უხრწნელი ნაწილებიდან მაკურნებელი მირონი გადმოდინდა. სიწმიდე ლიპარის ეკლესიაში IX საუკუნის შუა წლებამდე დარჩა; როცა კუნძული წარმართებმა დაიპყრეს, ქრისტიანმა ვაჭრებმა იგი ქალაქ ბენევენტუმში გადაასვენეს, სადაც მას დიდი პატივით შეეგებნენ და ქალაქის მთავარ ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ზოგი ცნობით, აქედან ბართლომე მოციქულის წმიდა ნეშტი (ან მისი ზოგიერთი წმინდა ნაწილი) X საუკუნეში რომში იქნა გადაბრძანებული.

 

წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი

წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი, კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან.

იერუსალიმში ტიტემ საკუთარი თვალებით იხილა განკაცებული ღმერთი, მოისმინა მისი ქადაგება და ირწმუნა, რომ მის წინ აღთქმული მესია იდგა. ნეტარი, მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და აღსრულებისა, მისი ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა.

წმიდა ტიტემ პავლე მოციქულის ხელით იღო ნათელი და მისი უახლოესი მოწაფე შეიქნა. ტიტე სამოცდაათ მოციქულს შორის შეირაცხა და წმიდა პავლეს მიერ კრეტის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. დაახლოებით 65 წელს, მოციქულთა თავმა სამოძღვრო ეპისტოლე გაუგზავნა თავის რჩეულს. როცა პყრობილი პავლე რომში ჩაიყვანეს კეისრის სამსჯავროზე, წმიდა ტიტემ დროებით დატოვა ეპარქია და რომში ჩავიდა, რომ სულიერი მამისათვის სამსახური გაეწია; მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ კი ნეტარი კრეტის მთავარ ქალაქ ჰორტინას დაუბრუნდა.ნეტარმა ტიტემ სარწმუნოების ნათელი მოჰფინა გარემო ქვეყნებს და მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, ოთხმოცდათხოთმეტი წლის ასაკში.

 

წმიდანი ბარსისე და ევლოგი – ედესელი ეპისკოპოსნი და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი

წმიდა ბარსისე და ევლოგი – ედესელი ეპისკოპოსები და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი IV საუკუნის მეორე ნახევარში აღესრულნენ. იმპერატორმა ვალენტიმ (364-378), რომელიც არიანული ერესის გავრცელებას ესწრაფოდა,

 

წმიდა მინა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი

წმიდა მინა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (536-552) თავდაპირველად ხუცესად მსახურობდა კონსტანტინოპოლში და ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებლის დავრდომილთა თავშესაფრის ზედამხედველი იყო წმიდა იუსტინიანე I-ის (527-565) ზეობისას. სათნოებებით უხვად შემკული, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი მამა ერეტიკოს ანთიმოზის (535-536) ჩამოგდების შემდეგ აღასაყდრეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. ხელდასხმა აღასრულა იმჟამად კონსტანტინოპოლში მყოფმა რომის პაპმა აღაპიტემ (535-536). პატრიარქი მინა თექვსმეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. წმიდა სოფიას ცნობილი ტაძარი სწორედ მისი პატრიარქობის დროს იკურთხა. წმიდა მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων