საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ამა წლის 17 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სტუმრებს უმასპინძლეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რელიგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










