04/03/2021 05/03/2021 დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში – ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს – საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს კრისტენ შვაიცერს და კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე...
04 Μαρτίου, 2021 - 20:26
Τελευταία ενημέρωση: 05/03/2021 - 0:27

საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ

Διαδώστε:
საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში – ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს – საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს კრისტენ შვაიცერს და კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების ახალი ამერიკული საბაკალავრო პროგრამა, რომლის დანერგვასაც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი უახლოეს ხანებში გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანს უნივერსიტეტთან ერთად.

„უნივერსიტეტი მადლობას მოახსენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და გაწეული დახმარებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων