11/12/2025 11/12/2025 ამა წლის 10 დეკემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა იმ საჯარო სკოლების დირექტორებთან, რომლებიც მესამე ეტაპის ფარგლებში ერთვებიან ღირებულებითი განათლების პროგრამაში. შეხვედრაში მონაწილეებს წარედგინათ პროგრამის ძირითადი პრინციპები, საქმიანობის ფორმატი და თანამშრომლობის ჩარჩო. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობას მოზარდებისთვის და აღნიშნა...
11 Δεκεμβρίου, 2025 - 18:00

სკოლებში ღირებულებითი განათლების ახალი კლუბები ფუძნდება

Διαδώστε:
სკოლებში ღირებულებითი განათლების ახალი კლუბები ფუძნდება

ამა წლის 10 დეკემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა იმ საჯარო სკოლების დირექტორებთან, რომლებიც მესამე ეტაპის ფარგლებში ერთვებიან ღირებულებითი განათლების პროგრამაში. შეხვედრაში მონაწილეებს წარედგინათ პროგრამის ძირითადი პრინციპები, საქმიანობის ფორმატი და თანამშრომლობის ჩარჩო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობას მოზარდებისთვის და აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრის მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარდგა და კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა აგრეთვე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანი კუდუხაშვილმა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მადლობას მოახსენებს ყველა დირექტორს აქტიური ჩართულობისა და პარტნიორობისთვის, რადგან სკოლებთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს ღირებულებითი განათლების პროგრამის ეფექტიან და სისტემურ განვითარებას.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων