07/09/2019 07/09/2019 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესრულდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც განახორციელა „არქეოლოგიის განვითარების ფონდმა“ ბორის გელაშვილის ხელმძღვანელობით. ინწობის იოანე ნათლისმცემლის სახელობის კომპლექსი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ჩრდილოეთით, მდ. ინწობის მარჯვენა ნაპირზე, ყადორის უღელტეხილის გზაზე (გზა უშუალოდ კვეთს კომპლექსს). კომპლექსი შედგება: ნათლისმცემლის სახელობის...
07 Σεπτεμβρίου, 2019 - 13:17

სოფელ საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური შესწავლა

Διαδώστε:
სოფელ საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური შესწავლა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შესრულდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც განახორციელა „არქეოლოგიის განვითარების ფონდმა“ ბორის გელაშვილის ხელმძღვანელობით. ინწობის იოანე ნათლისმცემლის სახელობის კომპლექსი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ჩრდილოეთით, მდ. ინწობის მარჯვენა ნაპირზე, ყადორის უღელტეხილის გზაზე (გზა უშუალოდ კვეთს კომპლექსს). კომპლექსი შედგება: ნათლისმცემლის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკის, მასზე მიშენებული კოშკის, გალავნის, გალავანში ჩართული კარიბჭე-კოშკის, მრგვალი კოშკის და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებისგან. შესრულებული სამუშაოების შედეგად მოხდა ეკლესიის ინტერიერის გაწმენდა ნაყარი მიწისა და ნაშალ-ნანგრევი ფენისაგან,ასევე გაიწმინდა ეკლესიის ჩრდილეთ ნავი ნაყარი-ნაშალი ფენისგან. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გამვლინდა საძვალე, რომელიც ორი განყოფილებისგან შედგებოდა,გაიწმინდა ჩრდილოეთ ნავის სამკვეთლო, სადაც გამოვლინდა ამბიონი,რომელზეც დადგმულია საკურთხეველი. 2019 წლის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მოხდა ტაძრიდან სამხრეთით მდებარე შემოსასვლელი კოშკის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების მიმდებარედ ტერიტორიის გაწმენდა ორი მეტრის სიგანეზე, აგრეთვე ინტერიერის გაწმენდა ფართობით. ასევე არქეოლოგიურად იქნა შესწავლილი გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდინარის ფლატეზე მე-18 ს. აშენებული მრგვალი კოშკი. კოშკი ნატეხი ქვითა და ფიქლითაა ნაგები. გარედან დაწახნაგებულია, შიგნიდან მრგვალი. კოშკის გაწმენდისას სამხრეთ ნაწილში (ექსტერიერში) გამოვლინდა ორი რკინის ლურსმანი და ერთი ჩიბუხი (თიხის). კოშკს დამახასიათებელი არქიტექტურული დეტალებით და თანადროული პერიოდისთვის დამახასიათებელი მშენებლობის ტექნიკით მოეპოვება ანალოგები ინწობას ხეობაში ყადორის ციხე და კახის რაიონსი სოფ:ელისუ-ში ინწობის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის (ფიქლები) ისტორია თავისთავში საქართველოს ისტორიის ოთხ მნიშვნელოვან ეტაპს აერთიანებს და ასახავს. თავდაპირველი სატაძარო კომპლექსის მშენებლობა ემთხვევა ერთი მხრივ საქართველოში დაწყებულ ახალ საამშენებლო ტალღას, მეორეს მხრივ კი, კახეთ-ჰერეთის სამთავროების ჩამოყალიბება-გაძლიერების პერიოდს, როცა აქაც, მსგავსად საქართველოს სხვა ტერიტორიებისა ფართოდ იშლება მშენებლობა. კომპლექსი მე-11 საუკუნისთვის გაფართოვდა და გაძლიერდა, ამაზე მეტყველებს მის გარშემო გაჩენილი სამაროვანი. მე-16 საუკუნეში, როდესაც კახეთის სამეფოს აღმავლობის ხანა დადგა, ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი სათავდაცვო კომპლექსად გადაკეთდა და ჩართული იქნა კახეთის დედაქალაქის – გრემის დაცვის სისტემაში.მე-18 ს-ში ლეკიანობის მომძლავრების ჟამს, აქ, სათავდაცვოდ უკვე ახალი, ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი, მრგვალი კოშკი აუგიათ. ისტორიული ფაქტორის გარდა კომპლექსი თავისთავში ქართული არქიტექტურის განვითარების რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων