11/09/2019 11/09/2019 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საფუზვრებში შესრულდა არქეოლოგიური კვლევები, რომელიც შპს „კულტურული რესურსების კვლევის ცენტრმა“ განახორციელა ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. პროექტი ეხებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისთან, სოფ. საფუძვრების ტერიტორიაზე, აფციაურების ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ნაშთების კომპლექსის კვლევების დაწყებას. ექსპედიციაში მონაწილეობდა 15 კაცი (სტუდენტების ჩათვლით, მათ...
11 Σεπτεμβρίου, 2019 - 20:30
Τελευταία ενημέρωση: 11/09/2019 - 20:32

სოფელ საფუზვრების არქეოლოგიური კვლევები

Διαδώστε:
სოფელ საფუზვრების არქეოლოგიური კვლევები

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საფუზვრებში შესრულდა არქეოლოგიური კვლევები, რომელიც შპს „კულტურული რესურსების კვლევის ცენტრმა“ განახორციელა ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. პროექტი ეხებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისთან, სოფ. საფუძვრების ტერიტორიაზე, აფციაურების ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილ არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ნაშთების კომპლექსის კვლევების დაწყებას. ექსპედიციაში მონაწილეობდა 15 კაცი (სტუდენტების ჩათვლით, მათ შორის, ანთროპოლოგი,მხატვარ-არქიტექტორი და სხვ). გაითხარა 4 (ოთხი) ქვაყუთი ასევე ჩატარდა სამუშაოები არქეოლოგიური კომპლექსის ძირიდათ ნაწილზე, სადაც განლაგებულია ნამოსხლარის ნაგებობები, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევები და გამოქვაბულები. გათხრების გარდა ჩატარდა დაზვეერვები გალავანას ტერიტორიაზე და შემოგარენ ტერიტორიაზე. აქ ჯერჯერობით დადასტურდა ძირითადი კომპლექსის მსგავსი დიდი გალავნები. საფუზვრების ტერიტორია „ნასოფლარი“ წარმოადგენს დიდ კომპლექსს, რომელიც გამოყენებული და აგებული იყო სხვადასხვა ეპოქაში -ბრინჯაოს ხანა (მეგალითური წყობების ნაშთები, ობსიდიანი), ელინისტური ხანა (ქვაყუთები), ადრე შუა საუკუნეები (ქვაყუთები),სხვადასხვა ეპოქის შუასაუკუნეები (ნაგებობა, გალავნები, სამაროვანი (ზოომორფული/ცხენის ქანდაკებები) და მცენარეული ორნამენტებით-ქვემო ქართლისთვისა და ჩრდილო კავკასიისთვის დამახასიათებელი), ეკლესიის ნაშთები, გამოქვაბულები (შესწავლილი იქნება მცეანრეული საფარის გახმობისა და მასში ალპინისტური მეთოდით შეღწევის შესაძლებლობის შემდეგ). აგრეთვე, მცეანრეული საფარის გახმობის შემდეგ, შემოდგომაზემთელი ტერიტორია და კომპლექსი გადაღებული იქნება დრონებით

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων