02/08/2021 02/08/2021 მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა. გულმხურვალე, ღვთისა და მოყვასისათვის თავდადებული, ფიცხი, მაგრამ საოცრად კეთილი უვერცხლო მოძღვარი, მრავალთა გადამრჩენელი, დაუცხრომელი მლოცველი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქართულით მეტყველი უშიშარი ტკბილი მამა, რომელმაც დიდი ტკივილებით და წინააღმდეგობებით სავსე თითქმის ასწლოვანი ცხოვრება განვლო და რწმენის საოცარი მაგალითები გვიჩვენა. მხოლოდ ერთს გავიხსენებ, – მოქვისა და ბედიის...
02 Αυγούστου, 2021 - 17:51

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა.

გულმხურვალე, ღვთისა და მოყვასისათვის თავდადებული, ფიცხი, მაგრამ საოცრად კეთილი უვერცხლო მოძღვარი, მრავალთა გადამრჩენელი, დაუცხრომელი მლოცველი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქართულით მეტყველი უშიშარი ტკბილი მამა, რომელმაც დიდი ტკივილებით და წინააღმდეგობებით სავსე თითქმის ასწლოვანი ცხოვრება განვლო და რწმენის საოცარი მაგალითები გვიჩვენა. მხოლოდ ერთს გავიხსენებ, – მოქვისა და ბედიის ეკლესიების გასხსნისთვის გაწეული შრომისათვის კომუნისტურმა რეჟიმმა იგი დააპატიმრა და შეურაცხადად გამოაცხადა. გაუძლო ამ განსაცდელს და სხვაც მრავალი გადაიტანა.

აღვავლენთ ლოცვებს მამა იოაკიმეს უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სულიერ შვილებს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა.

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს პატრიარქი

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων