30/11/2023 30/11/2023 ბატონ დავით და ქ-ნ ელისაბედ (კორა) თარხან-მოურავებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულითადად თანაგიგრძნობთ იორამის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია დიდია თქვენი მწუხარება და ძნელად საპოვნი ნუგეშის სიტყვები, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ აღდგომილმა მაცხოვარმა შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილი განაქარვა. ამიტომაც ქრისტიანისათვის სიკვდილი აღარ არსებობს, არამედ გარდაცვალებით იწყება მარადიული ცხოვრება, რომლის მკვიდრიც იორამი უკვე...
30 Νοεμβρίου, 2023 - 16:59

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ბატონ დავით და ქ-ნ ელისაბედ (კორა) თარხან-მოურავებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

გულითადად თანაგიგრძნობთ იორამის გარდაცვალების გამო. ბუნებრივია დიდია თქვენი მწუხარება და ძნელად საპოვნი ნუგეშის სიტყვები, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ აღდგომილმა მაცხოვარმა შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილი განაქარვა. ამიტომაც ქრისტიანისათვის სიკვდილი აღარ არსებობს, არამედ გარდაცვალებით იწყება მარადიული ცხოვრება, რომლის მკვიდრიც იორამი უკვე გახდა და ჩვენც ყველანი აუცილებლად გავხდებით. მთავარია, ღვთის საუფლო დავიმკვიდროთ.

შევთხოვთ ღმერთს იორამის უკვდავი სულისათვის, რათა იგი უფალმან სავანესა მართალთასა, – ნეტარ მარადიულობაში დააწესოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა, სულიერი სიმშვიდე და ლოცვის ძალა.

 

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων