07/12/2023 07/12/2023 როგორც ცნონილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება უკვე რამდენჯერმე მოხდა და დღესაც ასეთი დღეა; დღე გლოვისა და ერთგვარი სულიერი სიმშვიდისა, რადგან გარდაცვლილნი თავის ახლობლებს უბრუნდებიან. აქ, თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში, დასვენებულნი არიან: მალხაზ ზედგენიძე, ზაქრო ბაციკაძე, ზურაბ ჭეღელიძე, დურმიშხან მაზანაშვილი, მირიან გოგალაძე, ივანე თვალიაშვილი, ალექსი ონიაშვილი, ღუტო კვირიკაშვილი, ემზარ...
07 Δεκεμβρίου, 2023 - 14:59

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს

როგორც ცნონილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება უკვე რამდენჯერმე მოხდა და დღესაც ასეთი დღეა; დღე გლოვისა და ერთგვარი სულიერი სიმშვიდისა, რადგან გარდაცვლილნი თავის ახლობლებს უბრუნდებიან.

აქ, თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში, დასვენებულნი არიან: მალხაზ ზედგენიძე, ზაქრო ბაციკაძე, ზურაბ ჭეღელიძე, დურმიშხან მაზანაშვილი, მირიან გოგალაძე, ივანე თვალიაშვილი, ალექსი ონიაშვილი, ღუტო კვირიკაშვილი, ემზარ სულაქველიძე, ლევან ზერეკიძე, ჯიმშერ მერებაშვილი, მამუკა მეტრეველი, გიორგი მირზიაშვილი, მალხაზ ჯავახიშვილი, ეთერ გასვიანი, ბადრი შალიკაშვილი, ბესიკ ნიკოლიშვილი, გოჩა სანაია, გიორგი სანაია, სპარტაკ ზარანდია, კახა ზარანდია, ელგუჯა მეტრეველი, გიგუშა სანაია.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი და სულნი საქართველოსთვის თავდადებულთა ყოველთა.

ღმერთმა დალოცოს ამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შთამომავალნი, ახლობელნი და ისინიც, ვინც იღვაწა მათი გადმოსვენებისათვის.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.

 

ილია II

სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων