28/03/2024 28/03/2024 როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება უკვე რამდენჯერმე მოხდა. დღესაც ასეთი დღეა, – გლოვისა და ერთგვარი სულიერი სიმშვიდის დღე, რადგან გარდაცვლილნი თავის ახლობლებს უბრუნდებიან. თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში, დასვენებულნი არიან: ალექსი ქორთიაშვილი, ბესიკ ობოლაძე, გოჩა პაპაჩაშვილი, ბადრი გაბელაია, შოთა ხოშტარია, ზაზა სირბილაძე, კახა ჩხეტია, კოტე შენგელია, რამაზ ქერდიყოშვილი,...
28 Μαρτίου, 2024 - 17:18
Τελευταία ενημέρωση: 28/03/2024 - 17:19

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს

როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება უკვე რამდენჯერმე მოხდა. დღესაც ასეთი დღეა, – გლოვისა და ერთგვარი სულიერი სიმშვიდის დღე, რადგან გარდაცვლილნი თავის ახლობლებს უბრუნდებიან.

თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში, დასვენებულნი არიან:

ალექსი ქორთიაშვილი, ბესიკ ობოლაძე, გოჩა პაპაჩაშვილი, ბადრი გაბელაია, შოთა ხოშტარია, ზაზა სირბილაძე, კახა ჩხეტია, კოტე შენგელია, რამაზ ქერდიყოშვილი, ლუიზა მოსიძე, ჟუჟუნა კენჭაძე, სოგრატი ჩხეტიანი.

მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი და სულნი საქართველოსთვის თავდადებულთა ყოველთა.

ღმერთმა დალოცოს ამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შთამომავალნი, ახლობელნი და ისინი, ვინც იღვაწა მათი გადმოსვენებისათვის.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.

 

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων