სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო
დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს.
ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას, წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმედან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს… და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკვართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა, რადგან ლოცვითი შეწევნა ყველასათვის და, პირველ რიგში, იმქვეყნად ახლადდამკვირებულთათვის, ფრიად საჭიროა და მნიშვნელოვანი.
ღმერთმა დაგლოცოთ,
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










