ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
2024 წლის 16 ივნისს, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: სვიმეონ სვანიძე, ექვთიმე წულუკიძე და ილია კარკაძე.
მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: პანტელეიმონ ხუბულავა და გიორგი ერისთავი.
გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: არჩილ დათეშიძე, მათე ჯანელიძე, კონსტანტინე შვანგირაძე, ისიდორე ბანძელაძე და დავით დოლაბერიძე.
იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
მღვდელ-მონაზვნები: ნეოფიტე (დვალიშვილი) და კონსტანტინე (კობეშავიძე).
დეკანოზის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა:
მღვდელი მიქაელ კვანტალიანი.
აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










