12/08/2019 12/08/2019 არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა,-ამის შესახებ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დეკანოზმა ეფრემმა განაცხადა. მან უძველესი ტაძრის იატაკის მარმარილოს ფილებით მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესტავრაციის შესახებ შესაბამის უწყებებთან შეთანხმება იმიტომ არ მოხდა, რომ საჭიროდ არ ჩაითვალა. ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის მტკიცებით, ძველი ფილები კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და „უბრალო...
12 Αυγούστου, 2019 - 14:10

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე – არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა

Διαδώστε:
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე – არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა

არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა,-ამის შესახებ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა დეკანოზმა ეფრემმა განაცხადა.

მან უძველესი ტაძრის იატაკის მარმარილოს ფილებით მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესტავრაციის შესახებ შესაბამის უწყებებთან შეთანხმება იმიტომ არ მოხდა, რომ საჭიროდ არ ჩაითვალა. ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის მტკიცებით, ძველი ფილები კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა და „უბრალო ფილები იყო“.

“ჯერ ერთი, იატაკი კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენდა, ის 60-იან წლებში შეიცვალა, ამ ტაძარს რესტავრაციის გაკეთება მოუწია. ეს იყო კომუნიზმის რეჟიმის დროს ჩამოსხმული, ბორდიურები იყო დაზიანებული, რომელიც მტვრის ბუდე იყო და ძვირფასი მარმარილოთი მოხდა ამის ჩანაცვლება. აქ არაფერი ძვირფასი, ძველი და მნიშვნელოვანი არ შეცვლილა, პირიქით, განახლდა და უკეთესი გახდა, ისტორიულად ყოველთვის ახლდებოდა და კეთდებოდა“,-აცხადებს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.

„სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას“,-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრვ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა.

„უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელის თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

/ ipn.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων