17/07/2025 17/07/2025 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში მეორე წელია გრძელდება შეხვედრები, რომელთა მიზანია ახალგაზრდებთან ღია დიალოგისა და ფსიქოგანათლების გზით გაიზარდოს ცნობიერება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების რეალური რისკების შესახებ, ასევე – შემცირდეს დაავადების მიმართ სტიგმა და დავეხმაროთ ახალგაზრდებს ჯანმრთელი და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამა წლის 15...
17 Ιουλίου, 2025 - 17:07

შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში შეხვედრები განახლდა

Διαδώστε:
შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში შეხვედრები განახლდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში მეორე წელია გრძელდება შეხვედრები, რომელთა მიზანია ახალგაზრდებთან ღია დიალოგისა და ფსიქოგანათლების გზით გაიზარდოს ცნობიერება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების რეალური რისკების შესახებ, ასევე – შემცირდეს დაავადების მიმართ სტიგმა და დავეხმაროთ ახალგაზრდებს ჯანმრთელი და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამა წლის 15 ივლისს ანაკლიის ბანაკში გაიმართა წლის პირველი შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

დღემდე პროექტში მონაწილეობა 5000-ამდე ახალგაზრდამ მიიღო.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων