შეხვედრა ლიეტუვის პრეზიდენტთან სიონის საკათედრო ტაძარში
ა.წ.11 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალლციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის პრეზიდენტს, ბ-ნ გიტანას ნაუსედას, მის მეუღლეს და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლეს.
მხარეთა მიერ გამოითქვა სურვილი და მზაობა კიდევ უფრო დაახლოებისა და ურთიერთობის გაღრმავებისა.
შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით ლიეტუვის პრეზიდენტს საჩუქარი გადასცა.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.











