12/05/2026 12/05/2026 დავლოცოთ ილია მეორის სული და მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა შიო მესამემ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა. „დავლოცოთ ილია მეორის სული და...
12 Μαΐου, 2026 - 13:36

შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა

Διαδώστε:
შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა

დავლოცოთ ილია მეორის სული და მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა შიო მესამემ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა.

„დავლოცოთ ილია მეორის სული და მადლობა ვუთხრათ მისი დიდი ღვაწლისთვის. მან შექმნა, ააშენა თანამედროვე ჩვენი ეკლესიის სულიერი ცხოვრება და დაგვტოვა ჩვენ, როგორც დიდი ოჯახი, როგორც მამა ტოვებს თავის დიდ ოჯახს. დღეს მოვედით, რომ ვთხოვოთ დახმარება და შეწევნა ამ მძიმე მსახურებაში. კრებაზე ვთქვი, რომ, ერთი მხრივ, ვაცნობიერებ, რა დიადი მოწოდებაა ეს და, მეორე მხრივ, ვაცნობიერებ საკუთარ უძლურებას და სიმწირეს. მოვედით დღეს მის უწმინდესობასთან და უნეტარესთან, რომ ვთხოვოთ შეწევნა, შეგვეწიოს თავისი ლოცვებით. ასეთი შედარება შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც გარდაიცვლება ოჯახში დიდი მამა, რომელმაც დატოვა მრავალშვილიანი ოჯახი, ააშენა ყველაფერი, რისი აშენებაც კი შეიძლებოდა, დარგო ბაღი, გაამშვენა, ყველაფერი გამართა და თავის შვილებს დაუტოვა. შვილების ვალია, ეს ყველაფერი შეინახონ, განავითარონ და ეს გზა გააგრძელონ. ეს არის ჩვენი მთავარი გზა. შეგვეწიოს ამაში მისი უწმინდესობისა და უნეტარესის ლოცვა და მფარველობა“, – განაცხადა შიო მესამემ.

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων