30/03/2021 30/03/2021 ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. როგორც დედა სოსანა აცხადებს, ის მეუფე სტეფანემ კითხვების დასმის გამო გაათავისუფლა. „წინამძღვრობიდან გადამაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ დავსვი კითხვები იმაზე, რა ბრალდებაც მეუფე პეტრემ წაუყენა პატრიარქს – მაინტერესებდა, როდის ჩაინიშნება გაფართოებული კრება. მეორე კითხვა, რაც მქონდა, იყო ის, შეუძლია თუ...
30 Μαρτίου, 2021 - 16:30
Τελευταία ενημέρωση: 30/03/2021 - 13:41

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

Διαδώστε:
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.

როგორც დედა სოსანა აცხადებს, ის მეუფე სტეფანემ კითხვების დასმის გამო გაათავისუფლა.

„წინამძღვრობიდან გადამაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ დავსვი კითხვები იმაზე, რა ბრალდებაც მეუფე პეტრემ წაუყენა პატრიარქს – მაინტერესებდა, როდის ჩაინიშნება გაფართოებული კრება. მეორე კითხვა, რაც მქონდა, იყო ის, შეუძლია თუ არა მეუფე სტეფანეს იმ ბრალდებების დამტკიცება, რაც მეუფე პეტრეს წაუყენა. თუ ამ ბრალდებას არ დაამტკიცებს, გამოდის, რომ მეუფე სტეფანე არის ცრუ ეპისკოპოსი, ის ცრუობს, შფოთი შემოაქვს ეპარქიაში, არის ცილისმწამებელი და ცილისმწამებელ და ცრუ ეპისკოპოსს სახარება კრძალავს, რომ დაემორჩილო“, – განაცხადა დედა სოსანამ.

თათბირის ამსახველი ვიდეომასალა ეპარქიამ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. თათბირზე მეუფე სტეფანემ დედა სოსანას წინამძღვრობიდან გათავისუფლების გარდა, ზიარების უფლება აუკრძალა და ასევე, ავტომობილის დატოვება მოსთხოვა. გარდა ამისა, მეუფე სტეფანემ დედა სოსანა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ლოცვებში პატრიარქს არ იხსენიებს.

„შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ, ეს უკვე ამბოხია. შენ მოქმედებ არაკანონიკურად, დედაო და ეს ხომ ფაქტია?! შენ რას მელაპარაკები, არ გრცხვენია?! შენ ვინ ხარ?! შენ, დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობ. შენ ვინ ხარ?! მეუფე პეტრეს დაანებე თავი, შენ დაგღუპა მაგან. შენს თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღვრობიდან, გადაგაყენე დედაო. შენ ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც დატოვე. მანქანა იქ დატოვე – ეგ შენი არაა“, – მიმართა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას ეპარქიაში გამართულ თათბირზე.

 

interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων