15 Μαρτίου, 2021 - 14:14
Τελευταία ενημέρωση: 15/03/2021 - 23:16
В РПЦ поддержали идею празднования Пасхи в одно время для всех христиан
Διαδώστε:
ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივმა წარმომადგენელმა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში, ტელმის ეპისკოპოსმა იობმა (გეჩა) ისაუბრა მართლმადიდებლური კალენდრის რეფორმაზე და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუკი 2025 წ. მსოფლიოს ქრისტიანები აღდგომას ერთად აღნიშნავდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში.
“ქრისტიანებისთვის აღდგომის ერთ დღეს აღნიშვნა (მათ შორის კათოლიკეებისათვის და მართლმადიდებლებისთვის) უკეთესი იქნება ზოგადად ქრისტიანობისათვის. ამ იდეის განხორციელება შეიძლება, თუკი ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებით ვიხელმძღვანელებთ.
სამწუხაროდ ბევრ ეკლესიაში, რომლებიც არ იმყოფებიან ლოცვით კავშირში მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ისტორიული მიზეზების გამო შეიცვალა წესები, რომლითაც გამოითვლება აღდგომის დღესასწაულის თარიღი. ამგვარად, შეიცვალა არა მხოლოდ უძრავი დღესასწაულების თარიღი, როგორიცაა მაგალითად შობა, არამედ პასქალიაც და მასზე დამოკიდებული დღესასწაულების თარიღიც. თუმცა ეს არ არის იმის მიზეზი მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის, რომ შეცვალონ უძველესი და საღმრთო დადგენილება აღდგომის აღნიშვნის დროის შესახებ”, – განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მდივანმა ქრისტიანთაშორის ურთიერთობებში, მღვდელმონაზონმა სტეფანემ (იგუმნოვი).
— წყარო: ria.ru / nikodimoscentre.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.
Διαδώστε:










