19/12/2018 19/12/2018 2018 წლის 14 და 15 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ასევე, ამავე სასწავლებლის თანამშრომლები და სტუდენტები. თსუ – ში შეკრებილმა საზოგადოებამ შალვა ნუცუბიძის ძეგლი გვირგვინით...
19 Δεκεμβρίου, 2018 - 8:30
Τελευταία ενημέρωση: 19/12/2018 - 0:06

აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

Διαδώστε:
აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

2018 წლის 14 და 15 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ასევე, ამავე სასწავლებლის თანამშრომლები და სტუდენტები.

თსუ – ში შეკრებილმა საზოგადოებამ შალვა ნუცუბიძის ძეგლი გვირგვინით შეამკო და სასულიერო პირებმა მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მათ შორის ბრძანდებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვარი, დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი. თსუ-ს მუზეუმში გამოიფინა შალვა ნუცუბიძის ნაშრომები და მემორიალური ნივთები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ შალვა ნუცუბიძისადმი ნაჩუქარი ბიბლია პატრიარქის ავტოგრაფით: ,,ორთა ხუცესთა ნაშიერსა და სიბრძნის მოყვარესა ამას სიბრძნისასა მიუძღვნის ხუცესთა უხუცესი – 1951.V.25”.

სხდომის თავჯდომარემ, პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ თქვა, რომ ,,ქართულ სინამდვილეს არ ჰყოლია ნუცუბიძის რანგის მოაზროვნე, კლასიკოსი ფილოსოფოსი…“ ,,მან შექმნა ქართული ფილოსოფიური სკოლა“.

ამავე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მიწვევისთვის და მიულოცა შალვა ნუცუბიძის იუბილე. მან ისაუბრა შალვა ნუცუბიძის დიდი ღვაწლის შესახებ ქართული ფილოსოფიისა და კულტურის წინაშე. ასევე, აღნიშნა მისი ახლო ურთიერთობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარესთან ილია II – თან. სიტყვის დასასრულს თბილისის სასულიეროა აკადემიისა და სემინარიის რექტორმა დალოცა დამსწრე საზოგადოება.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων