20/06/2022 20/06/2022 15 ივნისს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის თავმჯდომარეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნიკოპოლის ეპისკოპოსად აერჩიათ ამერიკის სლავური მართლმადიდებლური ვიკარიატის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი (ბელია), რომელიც ამერიკის მსოფლიო საპატრიარქოს სამთავარეპისკოპოსოს დაექვემდებარება. არქიმანდრიტ ალექსანდრეს საეპისკოპოსო კურთხევა 30 ივლისს მაიამის (ფლორიდა) წმინდა მატრონას საკათედრო ტაძარში გაიმართება. არქიმანდრიტი ალექსანდრე დიაკვნად და მღვდლად რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიაში (ROCOR) ეკურთხა, მაგრამ...
20 Ιουνίου, 2022 - 18:16

ამერიკის სლავური მართლმადიდებლური ვიკარიატის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ალექსანდრე ეპისკოპოსად გამოირჩიეს

Διαδώστε:
ამერიკის სლავური მართლმადიდებლური ვიკარიატის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ალექსანდრე ეპისკოპოსად გამოირჩიეს

15 ივნისს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის თავმჯდომარეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნიკოპოლის ეპისკოპოსად აერჩიათ ამერიკის სლავური მართლმადიდებლური ვიკარიატის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი (ბელია), რომელიც ამერიკის მსოფლიო საპატრიარქოს სამთავარეპისკოპოსოს დაექვემდებარება.

არქიმანდრიტ ალექსანდრეს საეპისკოპოსო კურთხევა 30 ივლისს მაიამის (ფლორიდა) წმინდა მატრონას საკათედრო ტაძარში გაიმართება.

არქიმანდრიტი ალექსანდრე დიაკვნად და მღვდლად რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიაში (ROCOR) ეკურთხა, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ იგი მისი სამრევლოებითა და სასულიერო პირებით მსოფლიო საპატრიარქოს შეუერთდა.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων