26/09/2020 26/09/2020 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა. „ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ლეგიტიმური იქნებოდა, 1938 წელს შექმნილი რუკაა, რადგანაც ერთადერთი ხელშეკრულება ორ ქვეყანას...
26 Σεπτεμβρίου, 2020 - 22:02
Τελευταία ενημέρωση: 26/09/2020 - 22:03

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო

Διαδώστε:
ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო.

ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა.

„ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ლეგიტიმური იქნებოდა, 1938 წელს შექმნილი რუკაა, რადგანაც ერთადერთი ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის საზღვრის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომელიც ხელმოწერილია 1996 წელს, სწორედ ამ რუკა გულისხმობს. ამიტომ, სხვა რომელიმე რუკა, რომელიც ცალმხრივად, რომელიმე ქვეყნის მიერ იქნება შემოხაზული და თუნდაც ქვეყნის შიგნით უმაღლეს დონეზე განხილული და მიღებული, ლეგიტიმური ვერ იქნება, რადგანაც ორმხრივად თუ არ შეთანხმდა დოკუმენტი, მეორე მხარეს ამ დოკუმენტის ცნობა გაუჭირდება. ამიტომ, სავარაუდოდ, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა გააგრძელოს კომისიამ მუშაობა. ეს იქნება საბოლოო ჯამში იმ მოლოდინის წინაპირობა, რომელიც საზღვრის ხაზის ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული რუკა კომისიის მუშაობისას როგორღაც უგულვებელყოფილი იყო, საერთოდ დაიკარგა და კომისია ხელმძღვანელობდა სხვადასხვა რუკით, რამაც სასურველი შედეგი არ მოიტანა.

„ქართული მხარე ვერასდროს ვერ შეეგუება იმას, რომ ძირძველი ქართული სიწმინდეები მოხვდეს საზღვრის იქეთ“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტებია მოძიებული, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვა გამოიწვიოს.


imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων