28/04/2023 28/04/2023 სოლიდარობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ძმების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან, მათ შორის, „რელიგიური დევნის უსამართლობის გამო“, გამოხატა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა. 25 აპრილს ბალამანდში (ლიბანი) შედგა საგანგებო სხდომა დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის იოანე X-ის თავმჯდომარეობით. სინოდის წევრებმა მიმართეს „მსოფლიო ლიდერებს თხოვნით, ყურადღება მიაქციონ ამ ეკლესიის შვილებისა და მისი ლიდერების მიერ განცდილი ადამიანის უფლებებისა...
28 Απριλίου, 2023 - 13:31
Τελευταία ενημέρωση: 28/04/2023 - 13:34

ანტიოქიის საპატრიარქომ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, ყურადღება მიაქციონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევას

Διαδώστε:
ანტიოქიის საპატრიარქომ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, ყურადღება მიაქციონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევას

სოლიდარობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ძმების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან, მათ შორის, „რელიგიური დევნის უსამართლობის გამო“, გამოხატა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა. 25 აპრილს ბალამანდში (ლიბანი) შედგა საგანგებო სხდომა დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესი პატრიარქის იოანე X-ის თავმჯდომარეობით.

სინოდის წევრებმა მიმართეს „მსოფლიო ლიდერებს თხოვნით, ყურადღება მიაქციონ ამ ეკლესიის შვილებისა და მისი ლიდერების მიერ განცდილი ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლებების დისკრიმინაციასა და დარღვევას, რაც კიევის ლავრიდან მათ განდევნამდე მივიდა, რომელიც მათივე აღდგენილია დანგრევის შემდეგ“. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო და საგანმანათლებლო განყოფილება სოციალურ ქსელში ანტიოქიის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე დაყრდნობით.

ასევე, ანტიოქიის წმინდა სინოდის სხდომის მონაწილეებმა „ლოცვები აღავლინეს მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის – შეჰვედრეს აღდგომილ უფალს, თავისი ეკლესიის ერთობის დაცვა განხეთქილებისგან“.

mospat.ru/ge 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων